სიახლეები

ცაგერის ისტორიული მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

ცაგერის ისტორიული მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
პროექტში ჩართული ჯგუფის წევრებისთვის საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა;
პროექტის შესრულების განმავლობაში შემსრულებლისა და ჩართული პირების დავალებების კონტროლი;
პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის (საშუალო დონე)ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ამოცანის ანალიზისა და დაგეგმვის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენისა და მათი გადაწყვეტის უნარი;
კომუნიკაბელურობა - ორგანიზაციის ყველა დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დისციპლინირებულობა;
გუნდურობა.
თანამდებობრივი საქმე-600 ლარი.
გთხოვთ,შევსებული cv გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე tsagerimuzeumi@gmail.com
ან მოიტანოთ ისტორიულ მუზეუმში, მისამართზე:
რუსთაველის ქ 44
T-599798640

სიახლეები