სიახლეები
ლეჩხუმის განათლების მუზეუმში წიგნების-,,ლეჩხუმი და ლეჩხუმელები" და ,,კვალი ნათელი" პრეზენტაცია გაიმართა
ლეჩხუმის განათლების მუზეუმში წიგნების-,,ლეჩხუმი და ლეჩხუმელები" და ,,კვალი ნათელი" პრეზენტაცია გაიმართა.
ამით დასრულდა ტრილოგია, რომელიც დაიწყო წიგნით-,,ცოცხალი მაგალითის ძალა".
ტრილოგია ლადო ასათიანის ხსოვნას მიეძღვნა.იგი ,,ლეჩხუმის განათლების მუზეუმის" ძალისხმევით, ქალბატონ იზოლდას ხვადაგიანის ხელმძღვანელობით გამოიცა, როგორც ქალბატონი იზოლდა აღნიშნავს, ტრილოგია ორგანულად ჩაიწერება ლეჩხუმის ისტორიაში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, პოეტები ნანა ცინცაძე, ნინო უძილაური, ტარიელ ხალხელაური, გურამ გორდეზიანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნაირა ცხვედიანი, მეცნიერი,არქეოლოგი ჯუმბერ კოპალიანი, ცაგერის ისტორიულო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი დავით კოპალიანი, რომელიც ახლახან არჩეული იქნა მწერალთა კავშირის წევრად.
მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა პროფესორ ნაირა ცხვედიანს თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის გადასცა ჯილდო ,,თამარიონის ენდალმი", როგორც მან დააანონსა აღნიშნული ჯილდო უახლოეს მომავალში გადაეცემა ქალბატონ იზოლდა ხვადაგიანს.შთამბეჭდავი გახლდათ ღონისძიებაზე ექიმის,პოეტ კახა მდივნის მიერ წაკითხული საკუთარი ლექსი.
ღონისძიებას უძღვებოდნენ პედაგოგ იზოლდა ხვადაგიანის ყოფილი მოსწავლეები ნინო კოპალიანი და თემურ ყურაშვილი
ამ ლამაზ კულტურულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან ერთად, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი მოადგილეებთან ერთად,ლეჩხუმის საზოგადოება.


