სიახლეები
ქალაქ ცაგერში კობა ქომეთიანის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ქალაქ ცაგერში, სპორტის სასახლეში, ჩატარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანის, სპორტის ოსტატის, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯის- კობა ქომეთიანის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში, რომელიც საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო, მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხის, ყვარელის, თბილისის, ხაშურის, კასპის, ზესტაფონის, ქუთაისის, ჭიათურის, თერჯოლის, წყალტუბოს, აჭარის, მესტიის, ლენტეხის და ცაგერის გუნდებმა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო ირანის რესპუბლიკის ქართული ჭიდაობის ნაკრებმა გუნდებმა.
73 კგ წონაში ჩემპიონი გახდა ცაგერელი- ნიკა ქომეთიანი, ხოლო- გიორგი გუგავამ 81კგ - ში წონით კატეგორიაში დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები დაჯილდოვდნენ მედლებით და ფულადი პრიზებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში- პაპუნა მარგველიძე, მოადგილეები ქრისტინე კობახიძე და ლევან ზალკალიანი, ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი მოადგილეებთან ერთად, მერის მოადგილეები.


