სიახლეები
ვაკანსიები რეგიონში
ყურადღება! ვაკანსიები რეგიონში!
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურსს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის აგეგმვის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავ-მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
შრომის ანაზღაურება - 1450 ლარიდან 2300 ლარამდე (გამოცდილების გათვალისწინებით)
ბენეფიტები: დაზღვევის კორპორატიული პირობები, “FitPass” ბარათი, კორპორატიულ ქსელში ჩართული ნომერი;
კონკურსის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა;
გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
აღნიშნული პოზიცია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვს ხანგრძლივ მივლინებას, რომლის დღიური ანაზღაურება შეადგენს დამატებით 30 ლარს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ამგეგმავ-მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
მძღოლად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილი შესაბამისი ცნობა.


