სიახლეები
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა
მისი დაბადებიდან წელს 185 წელი შესრულდა.
ილია ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. მისმა მოღვაწეობამ და დაუღალავმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაკვალა გზა.
დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენგანს შეგვახსენებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის.


