სიახლეები
კურორტ “ლაშიჭალაში” სატელეფონო კავშირი ხელმისაწვდომია
კურორტ “ლაშიჭალაში” სატელეფონო კავშირი ხელმისაწვდომია
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ბალნეოლოგიურ კურორტ ‘’ლაშიჭალაში’’ ფიჭური კავშირგაბმულობის საბაზო სადგური დამონტაჟდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის- გოჩა ენუქიძის ჩართულობით, შპს ‘’მაგთიკომმა’’ საბაზო სადგურის მშენებლობა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ კურორტ ‘’ლაშიჭალაში’’ მობილური ტელეფონით სარგებლობა შეუძლებელი იყო, ამ დროისათვის კი აღნიშნული უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.
კურორტი ლაშიჭალა ლეჩხუმში მდებარეობს, მდინარე ლაჯანურას ხეობაში, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. იგი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა და ყოველწლიურად მრავალ დამსვენებელს იზიდავს. კურორტისთვის დამახასიათებელია რბილი ჰავა, თოვლიანი ზამთრითა და ზომიერად ნოტიო ზაფხულით. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი ტემპერატურაა 13-15°C. ლაშიჭალაში ფუნქციონირებს სააბაზანო შენობა და სამედიცინო პუნქტი.


