სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან, გოგი კვირიკაშვილთან ერთად, ცაგერის სამუსიკო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან, გოგი კვირიკაშვილთან ერთად, ცაგერის სამუსიკო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა.
მერის მოადგილე გაეცნო სასწავლო პროცესს, აგრეთვე, გამოწვევებს ინფრასტრუქტურის და ახალი ინვენტარით აღჭურვის კუთხით.
ცაგერის სამუსიკო სკოლა დიდი ტრადიციების მატარებელია, მან არა ერთი წარმატება მოუტანა ლეჩხუმს.
სამუსიკო სკოლას ღირსების ორდენის კავალერი, ლეჩხუმის საპატიო მოქალაქე, ქალბატონი რუსუდან ყურაშვილი ხელმძღვანელობს.


