სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში

სამუშაო შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან ქრისტინა კობახიძესთან და ლევან ზალკალიანთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ალუდა თუთისანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან და მათ მოადგილეებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრისას, სამსახურების ხელმძღვანელებმა საკურატორო სფეროებში არსებული გამოწვევები და მდგომარეობა მიმოიხილეს.
განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, აგრეთვე დაგეგმილი ფართო მასშტაბიანი კულტურული ღონისძიებები. აქცენტი გაკეთდა პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზეც.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც ითვალისწინებს ზუბი -ღვირიშის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რკინა-ბეტონის საფარით მოწყობას და რომელთა საერთო ღირებულებაც 6 345 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული გეგმები, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალური და რეგიონული სამსახურების კოორდინირებული მუშაობით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ გაიმართება.

სიახლეები