სიახლეები
ღვირიშის ჩანჩქერთან’’ მისასვლელი ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
‘’ღვირიშის ჩანჩქერთან’’ მისასვლელი ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვირიშში ‘’ღვირიშის ჩანჩქერთან’’ მისასვლელი ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე მოადგილესთან- ლევან ზალკალიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ბილიკების გასწვრივ ეწყობა ლითონის კიბეები და მოაჯირები.
პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 404 406. 86 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
ღვირიშის ჩანჩქერი ლეჩხუმში, სოფელ ქვედა ღვირიშთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 625 მეტრზე. ჩანჩქერი მაღალი კლდიდან ეშვება ღრმა ხეობაში, კლდოვან ქვაბულში, სადაც პატარა დაგუბება წარმოიქმნება. ჩანჩქერის ღავზე მოწყობილია შუშის გადასახედი, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება ჩანჩქერსა და ხეობაზე. ღვირიშის ჩანჩქერი ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს და მრავალ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს.


