სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს, 11 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
- „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბერის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულება:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სარგებლობის უფლებით გადმოცემული ავტომანქანის პიკაპი/Pick-up GREAT WALL WINGL სახელმწიფო ნომრებით TT-515-TH სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


