სიახლეები

წყალტუბოში ჩატარდა ლევან ზურაბიანის სახელობის ხსოვნის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის

წყალტუბოში ჩატარდა ლევან ზურაბიანის სახელობის ხსოვნის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის (დირექტორი კობა ქომეთიანი, მწვრთნელი ივანე ქურასბედიანი) გუნდმა. ჩვენმა ნორჩმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს:
I ადგილი დაიკავეს სანდრო ქომეთიანმა და გიორგი გიგანმა.
II ადგილი დაიკავეს ნიკოლოზ ზურაბიანმა და ილო ცხვედიანმა.
III ადგილი წილად ხვდათ: მათე გასვიანს, გიორგი მუშკუდიანს, გურამ მუშკუდიანს, კახა ქომეთიანს, დათო გიგანს, ლუკა ქომეთიანს.
წარმატებულ მოზარდ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ, წარმატება მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ /მერის მოვალეობის შემსრულებელმა/ ალუდა თუთისანმა და მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი და ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელმძღვანელები.

სიახლეები