სიახლეები

ხოჯორნელი მოსწავლეები ცაგერის საჯარო სკოლას ესტუმრნენ

პროექტი ,,გაიცანი საქართველო" მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ.ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული,როგორც მეორე ენა, კონსულტანტ მასწავლებელს ლალი მარგიანს ეკუთვნის.
სოფელი სომხურ-აზერბაიჯანულია,საზღვრისპირაა.ქართველები საერთოდ არ ცხოვრობენ. არის სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა.
პროექტის მიზანი მოსწავლეებისთვის საქართველოს გაცნობა და ქართველ ბავშვებთან ინტეგრაციაა.
დღეს ამ პროექტის ფარგლებში ხოჯორნელი მოსწავლეები ცაგერის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
პროექტის ხელმძღვანელი ლალი მარგიანი,ხოჯორნის სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი და 17 სომეხი მოსწავლე,თანმხლები პედაგოგები, რომელთაც ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების,კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძეც ახლდათ,უღრმეს მადლობას უცხადებენ ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორს დავით ცვარიანს,სასწავლო ნაწილის გამგეს შორენა ხეცურიანს,მთელ პედაგოგიურ კოლექტივს.სკოლის მუსიკის მასწავლებელს იზა ხეცურიანს კი მასპინძლობისა და საკონცერტო განყოფილების უშუალო ხელმძღვანელობისათვის.ერთობლივი ღონისძიება წარმატებულად შედგა.განსაკუთრებული მადლობა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს მიხეილ მეშველიანს გამოჩენილი ყურადღებისთვის.
სომეხმა მოსწავლეებმა ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმიც მოინახულეს,სადაც ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პოეტის ლექსებით აღნიშნეს,დავით ცვარიანმა ყველა სტუმარს ლადო ასათიანის ლექსების კრებული გადასცა სამახსოვროდ.

სიახლეები