სიახლეები

პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის!

პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის!
პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან. შეხვედრის მთავარი სადისკუსიო საკითხი იყო - პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის.
ღონისძიების მიზანი გახლდათ, პროფესიული განათლების მიმართულებით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული ვითარების განხილვა, ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, ღონისძიებაზე დამსწრე მონაწილე ორგანიზაციებისგან მიიღეს ინფორმაცია არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ, ასევე ბიზნესის მონაწილეობით მიმდინარე რეფორმის შესახებ. მნიშვნელოვანია რომ, ამავდროულად, მათ მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი წინადადებები და ინიციატივები რეგიონული განვითარების საჭიროებებთან დაკავშირებით.
შეხვედრის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე- მზია გიორგობიანი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი- თამარ ქიტიაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე- მაგდა ბოლოთაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი- ნინო ველთაური.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებმა, ბიზნეს სექტორს ინფორმაცია გაუზიარეს თავიანთი პროექტების, მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯების შესახებ კვალიფიციური კადრების და უნარების განვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, ღია დისკუსია და მსჯელობმა გაიმართა. დისკუსიის მიმდინარეობისას, ბიზნესის მხრიდან კონკრეტული საკადრო საჭიროებები დასახელდა და ბიზნესის ხელშეწყობის შემდგომი ქმედებები დაიგეგმა.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შეხვედრები პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

სიახლეები