სიახლეები

მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური შეჯიბრება ფრენბურთში

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის (დირექტორი გია სილაგაძე) ორგანიზებით მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური შეჯიბრება ფრენბურთში.
ვაჟთა გუნდებს შორის ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი ზუბი-ისუნდრის საჯარო სკოლა, მეორე ადგილი ლასურიაშის საჯარო სკოლა, მესამე ადგილი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა.გოგონათა გუნდებს შორის პირველი ადგილი ზუბის საჯარო სკოლა, მეორე ადგილი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა, მესამე ადგილი ცაგერის საჯარო სკოლა. გამარჯვებული გუნდები იასპარეზებენ რეგიონულ შეჯიბრებაში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და განათლების, კულტურის ,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები