სიახლეები

ქალაქ ცაგერში, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა

ქალაქ ცაგერში, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ორგანიზებით /პროექტის ავტორი ლელა ლომთაძე/, 16 ნოემბერს ღონისძიება სახელწოდებით ,,რომ ლექსმა შეკრას ჭრილობა ცივი" გაიმართა.
ლადო ასათიანის ,,შემოდგომის სურათებისა" და ,,ცაგერის ბაზრობის" მიხედვით, ლადო ასათიანის სახელობის, ბულვარში მოეწყო საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების მიერ ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენა- დათვალიერება.
მუსიკალურ- ქორეოგრაფიული, იუმორისტული და მხატვრული კომპოზიციების ფონზე კი სასწავლო დაწესებულებების,
სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი, პირები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებამ დღის ბოლოს კულტურის ცენტრში გადაინაცვლა ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოზე ,,შერიგების სათავეებთან".
ღონისძიებაზე მოწვეულ პოეტებს შორის იყვნენ- ტარიელ ხარხელაური, თეიმურაზ ჩალაბაშვილი, თენგო ხუციშვილი, ციცინო ბაბუციძე, გურამ გორდეზიანი, ლევან კესიდი, აფხაზი პოეტი ნიკა ბაძაღუა, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით ახლოური, ლეჩხუმელი პოეტები.
საღამოს უძღვებოდა პოეტი ენდი ნემსიწვერიძე.
მწერალთა კავშირის სახელით თემურ ჩალაბაშვილმა ღვაწლმოსილ პედაგოგს იზოლდა ხვადაგიანს ,,თამარიონის ენდალმი" გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე/ მერის მოვალეობის შემსრულებელი/- ალუდა თუთისანი, მათი მოადგილეები და ლეჩხუმის საზოგადოება.

სიახლეები