სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში კამპანია "გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" გაიმართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებული კამპანია - "გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" გაიმართა.
პროექტის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრა.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კამპანიაში - "გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,მერიის,საკრებულოს თანამშრომლებმა, სპორტსმენებმა, მოქალაქეებმა, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.
იაშვილის კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები და მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი სისტემატურად ესაჭიროებათ.
შეგახსენებთ, რომ დონორული სისხლისგან წარმოებს სისხლის კომპონენტის დამზადება და როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილური კლინიკების მომარაგება. სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებმაც ნებაყოფლობით და უანგაროდ გაიღეს სისხლი პატარების სიცოცხლის გადასარჩენად.
მსგავსი ტიპის აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ გაიმართება.


