სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
14-18 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პოლონური გამოცდილების გაცნობა, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (კოჰეზიის) პოლიტიკის უახლესი მიდგომების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის სამინისტროს, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


