სიახლეები

მიმდინარეობს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე - 5 ეროვნული კონკურსი

საქართველოს საგუნდო საზოგადოების თაოსნობით, 10 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, მიმდინარეობს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე - 5 ეროვნული კონკურსი.
14 აპრილს ქ. ცაგერში გაიმართა აღნიშნული კონკურსის შესარჩევი I ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამბროლაურის, ლენტეხის და ცაგერის ხუთმა ანსამბლმა.
მოგეხსენებათ, რომ 2017 წელს ქ. ცაგერში დაარსდა საგუნდო საზოგადოების რეგიონული ფილიალი (ხელმძღვანელი ნანა გოგოლაძე), რომელიც აერთიანებს რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის საგანმანათლებლო მუსიკალურ ცენტრებს. 
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გამოვლინდება საქართველოს მაშტაბით შეჯამებული ქულები და ცნობილი გახდება თუ რომელი ანსამბლები გადავლენ კონკურსის II ტურში.

სიახლეები