სიახლეები

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ ქვედა ცაგერში, აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა მუნიციპალური ასპარეზობა ცხენოსნობაში

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ ქვედა ცაგერში, აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა მუნიციპალური ასპარეზობა ცხენოსნობაში.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური, ა(ა)იპ კომპლექსური სასპორტო სკოლა , მხარდამჭერები მერია და საკრებულო.
დოღში მონაწილეობა მიიღო სოფლების: სპათაგორის, ლაჯანის, ზუბის, ღვირიშის, უცხერის, წიფერჩის, დეხვირის, საირმის, გვესოს, ბარდნალის და ქვედა ცაგერის საუკეთესო 14-მა ცხენოსანმა.
ჯგუფურ გარბენებში გამარჯვებულებმა საბა ცალქალამანიძემ , გიორგი მახარობლიძემ, დემურ მეცხორაძემ, შოთა გასვიანმა იასპარეზეს ფინალში,რომელშიც ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი-შოთა გასვიანი(სოფ. ღვირიში) ცხენი ,,ტორნადო", მეორე ადგილი- საბა ცალქალამანიძე(სოფელი წიფერჩი), ცხენი ,,კინტო", მესამე ადგილი დემურ მეცხორაძე (სოფელი საირმე), ცხენი ,,ქორო".
იორღა დოღში(სწრაფი სიარული) პირველ ადგილი-ბაკურ ხეცურიანი(წიფერჩი), მეორე ადგილი -გურჯი თუთისანი(სოფელი ზუბი).
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ მხედრებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის მერიის გარდამავალი თასი, შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ფულადი პრიზები.წარმატებულ მხედრებს პრიზები გადასცეს ასევე ა(ა)იპ ახალგაზრდულმა ცენტრმა /ხელმძღვანელი მამუკა ჩიქოვანი/ და კერძო მეწარმე ბექა საღინაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე/ მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა.

სიახლეები