სიახლეები

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის” მხარდაჭერისთვის, რეგიონის ხელმძღვანელ პირებს სამადლობელი დიპლომები გადაეცათ

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის” მხარდაჭერისთვის, რეგიონის ხელმძღვანელ პირებს სამადლობელი დიპლომები გადაეცათ
დაჯილოების ცერემონია სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც პროექტის ‘’ეტალონი’’ და ‘’IZRUNE.GE’’ ავტორმა- გოჩა ტყეშელაშვილმა რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და რესურსეცნტრის ხელმძღვანელებს სამადლობელი დიპლომები გადასცათ.
რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დღემდე წარმატებით ახორციელებენ სოცილურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონსა“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-სთან თანამშრომლობას.
Izrune. Ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
პროექტი „ეტალონი“ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ბევრ მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციის გაზრდისა და განათლების ხელშეწყობისკენ.

სიახლეები