სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე‘’რეგიონში რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმა’’ განიხილეს

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე‘’რეგიონში რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმა’’ განიხილეს.
საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო რწმუნებულს ის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები გააცნეს, რომლის საფუძველზეც რეგიონში შესაძლებელია აღნიშნული სპორტის განვითარება.
არის ასეთი იდეა, რომ რეგიონში ჩამოყალიბდეს ნახევრად სტრუქტურირებული სარაგბო კლუბი, რომელიც უზრუნველყიფილი იქნება შესაბამისი დონის ლიცენზირებული მწვრთნელებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი და სათამაშო ინფრასტრუქტურით.
კლუბი მონაწილეობას მიიღებს ს.რ.კ –ს ეგიდით გამართულ ყველა საფესტივალო ასაკისა და ჭაბუკთა „ბ“ ლიგის გათამაშებაში.
რეგიონალური რაგბის კლუბის ფუნქციონირება ორგანიზაციული და სპორტული თვალსაზრისით დამყარებული იქნება მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე, ამავე დროს კლუბი ხელს შეუწყობს მის წევრებს შორის ეროვნული ღირებულებების გავრცელებასა და განმტკიცებას.
სახელმწიფო რწმუნებულმა მხარდაჭერა გამოუცხადა, რაგბის კავშირის წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებულ პროექტს და გამოთქვა მზაობა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისათვის.

სიახლეები