სიახლეები
ქალთა მიმართ და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს
ქალთა მიმართ და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სოციალური პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ ბინის ქირაობას, ორსულ ქალთა, მარტოხელა დედათა და ბავშვთა დახმარებას.
ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ -ერთი პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თანადგომის, ქალთა და ბავშვთა მოვლის სერვისების ხელის შეწყობა და განვითარება.
შევეცდებით, არცერთი ადამიანი მარტო არ დავტოვოთ საკუთარ პრობლემებთან.თქვენს გვერდით გვიგულეთ!
მარიკა კოპალიანი
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.


