სიახლეები
მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღს გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა
გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულმა პროექტმა-
სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალური მართვის კომპიუტერული სისტემის მოდულის დანერგვის მიზნით მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის შესახებ.
აღნიშნული პროექტით მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღს გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა.
კომპიუტერები საბავშვო ბაღებს გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა მოადგილეებთან, რეზო ხეცურიანთან და მარიკა კოპალიანთან ერთად.


