სიახლეები

ლეჩხუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის გახსნილმა პირველმა საკვირაო სკოლამ საახალწლო საჩუქრები მიიღო

ლეჩხუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის გახსნილმა პირველმა საკვირაო სკოლამ საახალწლო საჩუქრები მიიღო.
სკოლა ნანა ლომაძის ხელმძღვანელობით, არასამთავრობო ორგანიზაციის "ერთად რეალური ცვლილებებისთვის" თაოსნობით დაფუძნდა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებს შაბათ-კვირას მათზე მორგებულ სერვისს სთავაზობს.
ლასურიაშის საკვირაო სკოლა ფუნქციონირებას საჭირო ინვენტარით განაგრძობს.
სკოლა საკანცელარიო ნივთებით და საახალწლო აქსესუარებით აღჭურვეს შშმ პირთა სფეროში მოღვაწე გერმანელმა კოლეგებმა:ჰეიდი შმახტენბერგმა, ედიტ ზამზონმა, ფრანს-იოსეფ ბეგო-გინასმა საქართველოში შშმ პირების მხარდამჭერმა გაერთიანებამ.
სკოლას დახმარება გაუწია შ.შ.მ პირთა ორგანიზაცია "იამ".
საჩუქრების გადაცემის პროცესში ჩართული იყვნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი.
ისინი დიდ მადლიერებას გამოთქვამენ აღნიშნული ორგანიზაციების და პიროვნებების მიმართ გაწეული თანადგომისთვის.

სიახლეები