სიახლეები

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ერთობლივი პირველადი საბაზისო-სამედიცინო სწავლება ჩაატარეს

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ერთობლივი პირველადი საბაზისო-სამედიცინო სწავლება ჩაატარეს.
სწავლებაში ჩართული იყვნენ ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ბატალიონის რეზერვისტები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ასევე ,,გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა" და ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
სამედიცინო სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავდა, რომელიც საჩვენებელი ღონისძიებით დასრულდა.
სწავლება დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაციის სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა და მიზნად ისახავდა ეროვნული გვარდიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მუნიციპალიტეტების კოორდინაციას კრიზისული სიტუაციების დროს.
ამ სწავლების ფარგლებში ეროვნული გვარდიის ექიმებმა სამედიცინო აქცია ჩაატარეს სოფელ ღვირიშის, სანორჩის, უცხერის და ნასპერის მოსახლეობისთვის.
ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე.

სიახლეები