სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

 

  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში   2022 წლის   23 დეკემბერს  საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და     დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი  ჭაბუკიანმა.

 მიღებულ იქნა  დადგენილებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბერის  №28 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
  •  ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის  დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის  02 აგვისტოს  №27  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა  საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

  მიღებულ იქნა  განკარგულებები:

  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის  დამტკიცების  შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის  2023 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
  • ქალაქ ცაგერში მდებარე თამარ მეფის ქუჩის ნაწილისათვის ლალი ჩიქოვანის  სახელის მინიჭების შესახებ გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე.

   ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


სიახლეები