სიახლეები
ქალაქ ცაგერში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა
ქალაქ ცაგერში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის მიმდებარედ შეკრებილ საზოგადოებას, ბავშვებს სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქრისტინე კობახიძემ და ლევან ზალკანიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა.
ნაძვის ხის ანთების შემდეგ მრავალჟამიერი შეასრულა ცაგერის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,სალაღობომ".
ნაძვის ხის საზეიმო ანთების ცერემონიალს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის და მერის მოადგილეები.


