სიახლეები
22 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
22 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ზალკანიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება, ასევე, კანონით გათვალისწინებულ ფულად დახმარებას გაუწევს.
ხანძრის გამოწვევის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.


