სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2022 წლის 28 დეკემბერს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხაბულიანი.
სხდომაზე განიხილეს საკითხები:
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023-2026 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ.
- „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისათვის-ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ კონკურსში საპროექტო იდეების მისაღებად მონაწილეობის თაობაზე საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
საკითხებს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.


