სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 29 დეკემბერს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გუგავამ.
მიღებულ იქნა დადგენილება:
-
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბერის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულება:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში, სოფელ ორბელში, სოფელ გაგულეჩში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების განთავსების ადგილის გამოყოფის შესახებ.
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


