სიახლეები
ცაგერის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
ცაგერის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლთან არსებული სხვადასხვა შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელები მრავალფეროვანი ნომრებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ზალკალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, საკრებულის თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი მოადგილეებთან ერთად.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა ძალზედ ლამაზი საღამო აჩუქეს სტუმრებს.


