სიახლეები

ცაგერის ისტორიულმა მუზეუმმა ანთროპოლოგ გიორგი მამარდაშვილს უმასპინძლა, რომელმაც საინტერესო ლექცია წაიკითხა თემაზე ,,ლეჩხუმის ისტორია"

ცაგერის ისტორიულმა მუზეუმმა ანთროპოლოგ გიორგი მამარდაშვილს უმასპინძლა, რომელმაც საინტერესო ლექცია წაიკითხა თემაზე ,,ლეჩხუმის ისტორია".
მუზეუმმა აგრეთვე გამართა სამუშაო შეხვედრა დირექტორის, ნატო ზაქარიაძის ხელმძღვანელობით.შეჯამდა 2022 წელს განხორციელებული საქმიანობა და დაისახა მომავალი წლის გეგმები.
დასასრულს ,,ნაძვის ხის ზეიმი" გაიმართა ბავშვებთან ერთად, მუზეუმის თანამშრომლებმა ერთმანეთს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ესწებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.

სიახლეები