სიახლეები
ცაგერის გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე მორიგი პრემიერით წარდგა
ცაგერის გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე მორიგი პრემიერით წარდგა.
გოდერძი ჩოხელის ,,ადამიანთა სევდა " გახლავთ ის სპექტაკლი, რომელიც დიდხანს ემახსოვრება ლეჩხუმის საზოგადოებას.
სპექტაკლის რეჟისორია კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე, პრემიერა მიეძღვნა რეჟისორ ზურა ძნელაძის ხსოვნას.
თეატრის გამოცდილ და პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მსახიობები, მომავალი თაობა.
ცაგერის თეატრი ყოველთვის ანებივრებს მაყურებელს შეუდარებელი სანახაობით, ასე მოხდა ახლაც- ღიმილით,ცრემლით და უდიდესი ემოციებით გაჯერებული კიდევ ერთი საღამო შედგა.
დასასრულს ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორმა თამაზ დაუშვილმა მსახიობებს ,,თეატრის ამაგდარის" საპატიო სიგელები გადასცა
პრემიერას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ზალკალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მათი მოადგილეები.
მადლობა თეატრის მთელ დასს მათი დაუღალავი შრომისა და საუკეთესო შედეგისათვის.


