სიახლეები
ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა
ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიებაში ჩართულმა ბავშვებმა, ბიბლიოთეკის მკითხველებმა, თავიანთი შემოქმედებით, მხატვრული თუ მუსიკალური ნომრებით სასიამოვნო ღონისძიება აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას.
აღსანიშნავია,რომ სხვადასხვა სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ ბიბლიოთეკასთან და ერთობლივად ატარებენ მრავალფეროვან ღონისძიებებს, ამჯერად, საახალწლო ზეიმში ჩართული გახლდნენ გიმნაზიის, ცაგერის და ლუხვანოს საჯარო სკოლები.სკოლებთან ურთიერთობის კუთხით დიდ თანადგომას იჩენს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს და დამსწრეთ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ბელა საღინაძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მარიკა კოპალიანმა და გიორგი გუგავამ.
მერიის და საკრებულოსგან მონაწილე და დამსწრე ბავშვებს საახალწლო ტკბილეული გადაეცათ.


