სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის-ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო - მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა 3 ოჯახს გადაეცემა.
ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ცაგერის მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და საქართველოს მთავრობის განკარგულებები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ჯამში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში 105 ოჯახს გადეცა. რეგიონის მასშაბით პრობლემა სრულად აღმოფხვრილია და ყველა ბენეფიციარი დაკმაყოფილებულია.

სიახლეები