სიახლეები
საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა ცაგერის N 1 და N 2 საბავშვო ბაღებში
საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა ცაგერის N 1 და N 2 საბავშვო ბაღებში.
ტრადიციულად, შთამბეჭდავად მორთულ- მოკაზმულ დარბაზებში პატარებმა ნამდვილი საახალწლო სანახაობა გამართეს ლექსით,სიმღერით ,ცეკვით და დამსწრე საზოგადოებისგან დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
ღონისძიების დასასრულს თავიანთ საბავშვო ბაღებში პატარებს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ბაღის გამგეებმა ცარო გუგავამ და ლელა კვირიკაშვილმა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე რევაზ ახვლედიანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი და გიორგი გუგავა.
პატარებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს მერიისა და საკრებულოსგან, ასევე, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტისგან/ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი/.


