სიახლეები

ძვირფასო ლეჩხუმელებო!

ძვირფასო ლეჩხუმელებო!
კიდევ ერთი წელიწადი უკვე ისტორიის,წარსულის კუთვნილებაა...
განსაკუთრებული გახლდათ გასული წელი ლეჩხუმისათვის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ადგილობრივი მეწარმეების, პედაგოგების, სტუდენტების,მოსწავლეების, სპორტსმენების წარმატებით.
ეს ყველაფერი ვერ იქნება სრულყოფილი მანამ,სანამ ყველა პრობლემურ ქუჩაზე თუ მონაკვეთზე არ გაივლის განახლებული გზა,სანამ ყველა სოფელში ბოლომდე არ იქნება მოწესრიგებული სასმელი წყლის პრობლემა,სანამ ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები თითოეული ოჯახის ბიუჯეტსა და კეთილდღეობაზე საგრძნობლად არ აისახება.
ვისურვებდი,ბევრი ჩამქრალი კერა გაღვივდეს და განათდეს მომავალში, ბევრი ბავშვის ჟრიამული აცოცხლებდეს არემარეს, დაუბრუნდნენ ლეჩხუმელები ლეჩხუმს, ემიგრანტები, რომელთა მხრებზე დგას ბევრი ოჯახის არსებობა ჩვენში, ყველა ოჯახის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს,ყველგან ჯანმრთელობამ,სიხარულმა და ბედნიერებამ დაისადგუროს.
წინ შობაა, ძალიან თბილი საუფლო დღესასწაული.ბევრი ადამიანის მსგავსად, მეც ვთვლი,რომ შობა ოცნებებს ახდენს,კეთილ სურვილებს ასრულებს.
ბედნიერი წელიწადი შემოსულიყოს ლეჩხუმში,სრულიად საქართველოში,თითოეული თქვენთაგანს ოჯახში.
პატივისცემით,
ალუდა თუთისანი,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

სიახლეები