სიახლეები

ცაგერში ვალერი გიორგობიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

საქართველოს რაგბის ფედერაციის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის სოსო დიაკონიძის ხელმძღვანელობით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ცაგერის სტადიონზე ჩატარდა წარსულში ლეგენდარული რაგბისტის ვალერი გიორგობიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული სარაგბო ფესტივალი.ღონისძიებაში ,რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩატარდა მონაწილეობდნენ ცაგერის ორი, ჩოხატაურის ორი, ამბროლაურის, ტყიბულის და თერჯოლის 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულ რაგბისტთა გუნდები. საინტერესო პაექრობა გამოვიდა. აღსანიშნავია ცაგერის სპორტსკოლის გუნდის ,,ცეკურის"(მწვრთნელი გელა ფირცხალავა)კარგი თამაში. ღონისძიებას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე

სიახლეები