სიახლეები

ახალი წლის ღამეს, საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფებს ყველა დაწესებულებაში, დღესასწაული მიულოცეს

ახალი წლის ღამეს, საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფებს ყველა დაწესებულებაში, დღესასწაული მიულოცეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან ზალკალიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა, მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადილესთან,
მარიკა კოპალიანთან ერთად.
ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, იმყოფებოდნენ ლაჯანურჰესში, საავადმყოფოში, პოლიციაში, სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო დაწესებულებებში.
ამ დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები ჩვენი ჯანმრთელობის და სიმშვიდის სადარაჯოზე დგანან. მათ, სადღესასწაულო დღეებშიც უხდებათ სამუშაო რეჟიმში ყოფნა.
ეს ადამიანები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან.
მშვიდობიან და ბედნიერ წელიწადს გისურვებთ!

სიახლეები