სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საშობაო საჩუქრები გადასცეს უფასო სასადილოების ბენეფიციარებს ცაგერსა და ლაჯანაში
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საშობაო საჩუქრები გადასცეს უფასო სასადილოების ბენეფიციარებს ცაგერსა და ლაჯანაში.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შობა-ახალი წელი მიულოცეს ამ განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებს და ბედნიერი 2023 უსურვეს.


