სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლისგან უკვე გაწმენდილია ცაგერი-ალპანა-ქუთაისის და ცაგერი-წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზა.

ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლისგან უკვე გაწმენდილია ცაგერი-ალპანა-ქუთაისის და ცაგერი-წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზა.
გზაზე გადაადგილება შეუძლია ნებისმიერი სახის ტრანსპორტს.
ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ქალაქ ცაგერის ქუჩები.
საჭიროების მიხედვით გაგრძელდება სასოფლო გზების გაწმენდა.
შეფერხებული იყო ელექტრო ენერგიის და წყლის მიწოდება.ამ ეტაპზე ელექტრო ენერგია მოსახლეობას უკვე მიეწოდება, ხოლო წყლის მიწოდება აღდგება უახლოეს საათებში.

სიახლეები