სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 9 იანვარს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გასხსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023-2026 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ.
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
-
„ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისათვის-ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ კონკურსში საპროექტო იდეების მისაღებად მონაწილეობის თაობაზე საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით ქ. ცაგერის და სოფელ ქვ. ცაგერის მოსახლეობის წყლის გადასახადის სუბსიდირების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მუხლიდან სუბსიდიის გაცემის შესახებ.
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


