სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალსადენის მდგომარეობა, არსებული გამოწვევები
სამსახურების ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს და კვირის სამუშაო გეგმა დასახეს.

სიახლეები