სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

 

 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში   2023 წლის   13 იანვარს  საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარემ  ჭაბუკი  ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა დადგენილება:

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მიღებულ იქნა განკარგულება:

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მუხლიდან სუბსიდიის გაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვარი N 5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


სიახლეები