სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა დაიწყო.
პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომლებიც წინასწარ შედგენილი გრაფიკით 1 თებერვლიდან დაიწყება.
სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილია 620 000 ლარი. შეხვედრები მუნიციპალიტეტის 58 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023“ - ის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საერთო კრებებისა და კონსულტაციების გრაფიკის შესახებ იხილეთ მეტი

სიახლეები