სიახლეები

მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები, არსებული გამოწვევები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი წინადადებების შერჩევის მიზნით სოფლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები.
სამუშაო თათბირში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.

სიახლეები