სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის  1 თებერვალს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გასხსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა  განკარგულებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანილი  უძრავი ქონების - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გაგულეჩში მდებარე 1000.00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.04.30.193) ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  •  ,,ქალაქ ცაგერის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  28 ოქტომბრის  51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

 

სიახლეები