სიახლეები

მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი- ალუდა თუთისანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან- ლევან ზალკალიანთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანია"-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს, მერიის შესაბამისი სამსახურების და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტების განხორციელების ხარისხისა და ვადების მონიტორინგზე.
სამუშაო შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირებისა და მართვის სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი-გიორგი მახათაძე.

სიახლეები