სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის - ფონდი „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუდმივი ინფორმირებულობა, სექტორთა შორის თანამშრომლობის და ხელსაყრელი გარემოს (განვითარების შესაძლებლობები, არსებული გამომწვევები, დაფინანსების შესაძლებლობები) შექმნის ხელშეწყობა; მიმდინარე საქმიანობების გაცნობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაფინანსებების მოპოვების შესაძლებლობებზე ინფორმირება, თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა;
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროექტის - ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების მოკლე ანგარიშს, იმსჯელეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრას დაესწრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამოქალაქო კლუბების, მედიის, საჯარო სკოლების ( სამოქალაქო განათლების პედაგოგები) წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო რაჭა-ლეჩხუმის დ ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი- ფონდი „აფხაზინტერკონტის“ მიერ - ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.


