სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშეწყობას.
დახმარება განისაზღვრა ორ ეტაპად:სასწავლებელში ჩარიცხვის შემთხვევაში და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ფულადი წახალისებით.
მსურველს შეუძლია ოთხმოცდაათამდე პროფესიიდან აირჩიოს სასურველი, მათ შორის: სტილისტის, მზარეულის, კონდიტრის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის და სხვა.
სწავლება აღნიშნულ სასწავლებლებში უფასო იქნება, აგრეთვე, სწავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

სიახლეები